რუმინეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები საქართველოსთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება.
მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის ჩინებული გარჯის წყალობით, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადის მე-5 ტურში პირველ ნომრად განთესილ რუსეთსაც არაფერი დაუთმო და ფრედ 2:2 ითამაშა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვებას გეგმავს.
შოტლანდიურ ტურნეზე მყოფი საქართველოს ნაკრები მეორე გამანადგურებელ მარცხს ბანალური მიზეზის გამო გადაურჩა – ედინბურგის ნაკრებთან მატჩის 25-ე წუთზე, როდესაც “ბორჯღალოსნები” 0:19-ს აგებდნენ, თამაში სტადიონზე ელექტროენერგიის გათიშვის (!) გამო შეწყდა.
ერთდღიანი შესვენების შემდეგ, 19 ნოემბერს გერმანიის ქალაქ დრეზდენში მიმდინარე 38-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მორიგი – მე-6 ტურის მატჩები შედგება.
ესტონეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში ტარტუს “როკი” პრინციპულ მეტოქე ტალინის “კალევს” ესტუმრა და 76:70 დაამარცხა.
“ჩელსის” მოთამაშე ჯო კოულის მეგობარ გოგონას პრობლემა შეექმნა I’m A Celebrity-ს სახელით ცნობილ შოუში. მეორე კონკურსზე განცდილი მარცხის შემდეგ კარლა მოურიდებლად ტიროდა, რადგან ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ ღონისძიებისთვის.
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და სუპერლიგაში მოასპარეზე სსსუ-ს წევრი მიხეილ ბერიშვილი 7 ნოემბერს გამართულ NBA-ის განვითარების ლიგის 10-რაუნდიან დრაფტზე, “ოკლაჰომა-66-მა, მეხუთე რაუნდში პირველ ნომრად აირჩია.
მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმა” უკრაინის თასის მეოთხედფინალში “დონეცკს” გასვლითი მატჩი 75:63 მოუგო და განმეორებითი შეხვედრის წინ ჩინებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონს, პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩში, “ჰალთან” 4:3 მოგებულ შეხვედრაში, მსაჯის შეურაცხყოფისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და 15 000 ფუნტის გადახდა დააკისრეს.
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი ამჟამად ტრავმირებულია, რამაც სკეპტიკოსებს მის სავარაუდო შემცვლელთათვის თვალის გადავლებისა და "სკუადრა აძურაში" მაღალი დონის მეკარის დეფიციტზე საუბრის უფლება მისცა.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი, მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის, 5000 ფუნტით დააჯარიმა.
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, 38 წლის ალან შირერი "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებაზე ოცნებობს.
საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩის მოგების შემთხვევაში, იტალიის ნაკრების სათავეში მარჩელო ლიპის წაუგებელი სერია 31-ს მიაღწევს.
რომის “ლაციოს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო, რომელსაც კლუბის მიერ 2005 წელს განხორციელებული ტრანსფერებისას იტალიის კანდონმდებლობის დარღვევა ედება ბრალად, შესაძლოა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.
მილანის “ინტერის” ყოფილი ნახევარმცველი სესარი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ბოლონიაში” გადავიდა.
იტალიურ "მილანს" დაცვის გასაძლიერებლად "უდინეზეს" კოლუმბიელი მცველის, კრისტიან საპატას შეძენას სურს.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვეტერანი ხელბურთელი, სტუ-“თელავი-შევარდენის”თავკაცი ბექა ორჯონიკიძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე იმედო ფხაკაძე შეცვალა.
იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი, საბერძნეთთან 19 ნოემბერს დანიშნულ ამხანაგურ მატჩში, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ესპანეთის “ვილიარეალის” ფორვარდის ჯუზეპე როსისა და თურქეთის “გალათასარაის” მეკარის მორგან დე სანქტისის გამოყვანას აპირებს.
სპორტულ თემატიკაზე გადაღებული ქართული ფილმები რაოდენობრივად, ერთი შეხედვით, ძალიან ცოტა მოგეჩვენებათ, მაგრამ თუკი საბჭოთა პერიოდში არსებულ რეალობას გავითვალისწინებთ, ძალიან ბევრია იმ ქვეყნისთვის, რომელიც კლასიკური კოლონიური რესპუბლიკა გახლდათ და სადაც მთელი რიგი ფასეულობები შეგნებულად იჩქმალებოდა.